კინოხელოვნება

კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს. კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

გენიალური ადამიანის გენიალური გამონათქვამი

გენიალური ადამიანის  გენიალური გამონათქვამი

среда, 24 мая 2017 г.

ელდარ შენგელაია და თენგიზ აბულაძე


 
                                                 
    ელდარ  შენგელაიას  დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.  დედა  - მსახიობი  ნატო  ვაჩნაძე.
დაბადების  თარიღი: 1933  წლის 26  იანვარი.
   დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს. 1957-1959წწ. კინოსტუდია "მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის"კინორეჟისორია. არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: "თეთრი ქარავანი" (1964), "მიქელა" (1965), "არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), "შერეკილები" (1973), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ექპრეს-ინფორმაცია"(1993), ვიდეო-ფილმისა "9 აპრილის ტრაგედია" და სხვ; სცენარის ავტორი ფილმებისა:  "მიქელა", "ექპრეს-ინფორმაცია"; პროდიუსერი ფილმებისა: "სკამი", "ერთი ლეღვი გზაზე", "საშობაო საჩუქარი".
  თენგიზ აბულაძე დაიბადა ქ. ქუთაისში. 1924  წლის 31  იანვარს.  გარდაიცვალა 1994 წელს.
1943–1946 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. დაამთავრა საკავშირო  კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს. თ. აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი "დიმიტრი არაყიშვილი". მას შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები "ჩვენი სასახლე"(1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი"(1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა"(ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955). თენგიზ აბულაძის კინოფილმებია: "სხვისი შვილები"(1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(1962), "ვედრება"(1967), "სამკაული შემი სატრფოსათვის"(1972), "ნატვრის ხე"(1976), "მონანიება"(1984). გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები: "სვანური ჩანახატები"(1965), "მუზეუმი ღია ცის ქვეშ"("დაღესტანი", ტელეფილმი, 1972). თ. აბულაძე 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი.  

суббота, 6 мая 2017 г.

გრძელდება კინოს ჩვენებები

 

  18 მაისს  ნაჩვენები  იყო  თენგიზ აბულაძის  ფილმი: "ვედრება",  რომელიც  შექმნილია  ვაჟა-ფშაველას  ნაწარმოებებზე. 23  მაისს  კი  მოსწავლეებმა  ნახეს  ელდარ  შენგელაიას  ფილმი:  "არაჩვეულებრივი  გამოფენა".  მაისში  იყო  ნაჩვენები,  გიორგი  ხუფენიას  მიერ  ფილმი  "მკვდარ პოეტთა საზოგადოება",  ამ  ფილმმა  ჩემზეც და  მოსწავლეებზეც  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  8  ივნისს  კი  ჩემ  მიერ  ნაჩვენები  იყო  თენგიზ  აბუაძის  ფილმი  " ნატვრის ხე".

       

  25  აპრილს  ნაჩვენები  იყო  ლუკინო ვისკონტის  ფილმი "ყველაზე  ლამაზი",  რომელიც გადაღებულია 1951  წელს.  მთავარ  როლს  ასრულებს ანა  მანიანი.
  5 მაიის  ნაჩვენები  იყო  ამერიკული  ფილმი "თორმეტი  განრისხებული  მამაკაცი",  რომელიც თორმეტ  ნაფიც მსაჯულზე  მოგვითხრობს  და  18  წლის ახალგაზრდის ბედზე.

  

суббота, 22 апреля 2017 г.

რეჟისორი - მიხეილ კობახიძე

  მიხეილ კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს თბილისში დაიბადა. 1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლა წარჩინებით, დაწესებულზე ერთი წლით ადრე დაამთავრა.
  პოეტური ფორმის შავ–თეთრი, უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, დახვეწილი ექსცენტრიული იუმორი, ორიგინალობა, არც ერთი წარმოთქმული სიტყვა, მხოლოდ გამეფებული მუსიკა და განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული, გამოსახულება... „კარუსელი“, „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“, „გზაზე“...  ეს მიხეილ კობახიძის შემოქმედებაა... დიდი ქართველი რეჟისორის, რომელიც 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

თორნიკე ბზიავა_ ,,აპრილის სუსხი''

კინოს ისტორია


   პირველ ფილმებს ერთი წერტილიდან იღებდნენ, ამიტომ გადაღებული მასალა უფრო თეატრს გავდა, ვიდრე კინოს. მხოლოდ 1903 წელს გადაღებულ ფილმში „ძარცვა მატარებელში“ გამოიყენეს პარალელური მონტაჟის ტექნიკა. პირველად შეიცვალა ერთი სცენა მეორეთი. 1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება, ანუ ერთი სცენის  სხვადასხვა ხედით გადაღება.
   30 წლის განმავლობაში კინო „მუნჯი“ იყო. ფილმს ახლდა რამდენიმე განმარტებითი ტიტრი, ხოლო ჩვენების დროს, მაყურებელს რომ არ მოეწყინა, კინოთეატრებში პიანისტი უკრავდა ჯაზურ ვარიაციებს. ამ სტილს შემდეგში რეგ თაიმი უწოდეს . მუნჯ ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელონა ენიჭებოდა მსახიობის მიმიკას, პროფესიონალიზმს. 
  პირველი ხმოვანი ფილმი „ჯაზის მომღერალი“  1927 წელს გადაიღეს. ხმოვანმა ფილმა დაჩრდილა მუნჯი კინო. ბევრმა რეჟისორმა და მსახიობმა დაანება თავი კარიერას, რადგან ვერ შეეგუა ახალ პირობებს. მსახიობები, ვინც მიჩვეულნი იყვნენ ემოციის გამოხატვას მიმიკით, ვეღარ ახერხებდნენ ხმისთვის მიეცათ გადამწყვეტი დატვირთვა.
  პირველად ფერადი ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 1922 წელს სცადეს, მაგრამ მასში მხოლოდ წითელ-მწვანე გამა იყო გამოყენებული და ამდენად,  მაყურებელზე ეფექტი არ მოუხდენია.