პირველ ფილმებს ერთი წერტილიდან იღებდნენ, ამიტომ გადაღებული მასალა უფრო თეატრს გავდა, ვიდრე კინოს. მხოლოდ 1903 წელს გადაღებულ ფილმში „ძარცვა მატარებელში“ გამოიყენეს პარალელური მონტაჟის ტექნიკა. პირველად შეიცვალა ერთი სცენა მეორეთი. 1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება, ანუ ერთი სცენის სხვადასხვა ხედით გადაღება.
30 წლის განმავლობაში კინო „მუნჯი“ იყო. ფილმს ახლდა რამდენიმე განმარტებითი ტიტრი, ხოლო ჩვენების დროს, მაყურებელს რომ არ მოეწყინა, კინოთეატრებში პიანისტი უკრავდა ჯაზურ ვარიაციებს. ამ სტილს შემდეგში რეგ თაიმი უწოდეს . მუნჯ ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელონა ენიჭებოდა მსახიობის მიმიკას, პროფესიონალიზმს.
პირველი ხმოვანი ფილმი „ჯაზის მომღერალი“ 1927 წელს გადაიღეს. ხმოვანმა ფილმა დაჩრდილა მუნჯი კინო. ბევრმა რეჟისორმა და მსახიობმა დაანება თავი კარიერას, რადგან ვერ შეეგუა ახალ პირობებს. მსახიობები, ვინც მიჩვეულნი იყვნენ ემოციის გამოხატვას მიმიკით, ვეღარ ახერხებდნენ ხმისთვის მიეცათ გადამწყვეტი დატვირთვა.
პირველად ფერადი ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 1922 წელს სცადეს, მაგრამ მასში მხოლოდ წითელ-მწვანე გამა იყო გამოყენებული და ამდენად, მაყურებელზე ეფექტი არ მოუხდენია.
Комментариев нет:
Отправить комментарий