კინოხელოვნება

კინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში კინოს დიდი ადგილი უჭირავს. კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ”) არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.

გენიალური ადამიანის გენიალური გამონათქვამი

გენიალური ადამიანის  გენიალური გამონათქვამი

суббота, 22 апреля 2017 г.

რეჟისორი - მიხეილ კობახიძე

  მიხეილ კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს თბილისში დაიბადა. 1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლა წარჩინებით, დაწესებულზე ერთი წლით ადრე დაამთავრა.
  პოეტური ფორმის შავ–თეთრი, უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, დახვეწილი ექსცენტრიული იუმორი, ორიგინალობა, არც ერთი წარმოთქმული სიტყვა, მხოლოდ გამეფებული მუსიკა და განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული, გამოსახულება... „კარუსელი“, „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“, „გზაზე“...  ეს მიხეილ კობახიძის შემოქმედებაა... დიდი ქართველი რეჟისორის, რომელიც 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

თორნიკე ბზიავა_ ,,აპრილის სუსხი''

კინოს ისტორია


   პირველ ფილმებს ერთი წერტილიდან იღებდნენ, ამიტომ გადაღებული მასალა უფრო თეატრს გავდა, ვიდრე კინოს. მხოლოდ 1903 წელს გადაღებულ ფილმში „ძარცვა მატარებელში“ გამოიყენეს პარალელური მონტაჟის ტექნიკა. პირველად შეიცვალა ერთი სცენა მეორეთი. 1915 წელს დევიდ გრიფითმა პირველმა დანერგა კომბინირებული გადაღება, ანუ ერთი სცენის  სხვადასხვა ხედით გადაღება.
   30 წლის განმავლობაში კინო „მუნჯი“ იყო. ფილმს ახლდა რამდენიმე განმარტებითი ტიტრი, ხოლო ჩვენების დროს, მაყურებელს რომ არ მოეწყინა, კინოთეატრებში პიანისტი უკრავდა ჯაზურ ვარიაციებს. ამ სტილს შემდეგში რეგ თაიმი უწოდეს . მუნჯ ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელონა ენიჭებოდა მსახიობის მიმიკას, პროფესიონალიზმს. 
  პირველი ხმოვანი ფილმი „ჯაზის მომღერალი“  1927 წელს გადაიღეს. ხმოვანმა ფილმა დაჩრდილა მუნჯი კინო. ბევრმა რეჟისორმა და მსახიობმა დაანება თავი კარიერას, რადგან ვერ შეეგუა ახალ პირობებს. მსახიობები, ვინც მიჩვეულნი იყვნენ ემოციის გამოხატვას მიმიკით, ვეღარ ახერხებდნენ ხმისთვის მიეცათ გადამწყვეტი დატვირთვა.
  პირველად ფერადი ფილმის გადაღება ჯერ კიდევ 1922 წელს სცადეს, მაგრამ მასში მხოლოდ წითელ-მწვანე გამა იყო გამოყენებული და ამდენად,  მაყურებელზე ეფექტი არ მოუხდენია.